samedi 15 janvier 2011

იცოდით თუ არა, რომ...

რამოდენიმე დღის წინ ერთ ჩემ ფრანგ მეგობართან საუბარში ვახსენე ავსტრალიის კონტინენტი.. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება როცა 25 წლის ასაკში ვიგებ რომ ავსტრალია როგორც კონტინენტი არ არსებობს.. ხოლო მეხუთე კონტინენტს სინამდვილეში ოკეანეთი ეწოდება, ავსტრალია კი მხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილია... და ეს კიდევ ყველაფერი არ არის... თურმე ამსტერდამი არასოდეს ყოფილა ჰოლანდიის დედაქალაქი... რადგან ქვეყანას ნიდერლანდები ეწოდება და ჰოლანდია მხოლოდ ერთერთი რეგიონია.. ეს კი დაახლოებით იმას უდრის, თბილისი გურიის დადაქალაქიაო რომ ვთქვათ.

ყოველივე აქედან გამომდინარე მებადება ბუნებრივი კითხვა...

აბა მე რას მასწავლიდნენ გეოგრაფიის გაკვეთილზე?
და...
კიდევ რამდენი რამ გვაქვს სკოლაში შეცდომით ნასწავლი?



ესეც ოკეანეთის კონტინენტი

6 commentaires:

  1. ისა, მე არ ვიცი რა ასწავლეს შენს ფრანგ მეგობარს, მაგრამ აი წიკიპედიამ, ავსტრალია კონტინენტიაო..

    http://en.wikipedia.org/wiki/Australia_%28continent%29

    RépondreSupprimer
  2. რაც შეეხება ჰოლანდიას, მართალი უთქვამს კაცს, რა გინდა :)

    http://en.wikipedia.org/wiki/Holland

    RépondreSupprimer
  3. ნუ, ნაწილობრივ, ამსტერდამი მაინც დედაქალაქია

    http://en.wikipedia.org/wiki/Netherlands

    RépondreSupprimer
  4. მეც გადავამოწმე ინტერნეტში და ოკეანეთს მიგდებს მეხუთე კონტინენტად...

    http://colleges.ac-rouen.fr/dunant-evreux/SPIP/html/revision-brevet/continent-ocean-p.jpg

    RépondreSupprimer
  5. ამსტერდამი ნამდვილად დედაქალაქია... ოღონდ ნიდერლანდების...

    RépondreSupprimer