mercredi 12 janvier 2011

სოლდები ევროპულად

დღეს დაიწყო ნანატრი სოლდები. ეს ის მომენტია მთელი ევროპა "რაზგონით" რომ ემზადება და
როგორც კი მაღაზიების კარები გაიღება ერთიანად შევარდება ხოლმე შიდ... და აქ იწყება თავდავიწყება... თავბრუდამხვევად უამრავი ხალხი... დღის განმავლობაში ათასი რამის მოზომება და უამრავი რამის ყიდვა... ეს ის დღეებია ქანცის გაწყვეტამდე რომ გარბენინებს და მაინც არ გღლის,რადგან გსიამოვნებს მაღაზიებში ბოდიალი... დიდი ხნის წინ შეთვალიერებული ნივთების ძალიან იაფად შეძენა... ყველაზე მეტად ამ დროს მიხარია ხოლმე, რომ მაქვს 36 ზომის ფეხი და ვხმარობ 34T რადგან საშიშროება იმისა, რომ აღარ დამხვდება სასურველი ზომა- ნაკლებადაა... ასევე შესაძლებელია ეგრეთ წოდებული სხვაობის ანაზღაურება, იმ შემთხვევაში თუკი თქვენთვის სასურველი ნივთი მაგალითად 20% შეიძინეთ, ფასმა კი სოლდების განმავლობაში 50, 60, 80 პროცენტამდე დაიკლო..
დიახ, მე მიყვარს სოლდები ევროპაში !!!



ესეც ჩემი დღევანდელი შოპინგების რეზულტატი

კოსმო საჩუქარი გავუკეთე საკუთარ თავს...

I liky...

2 commentaires:

  1. უაა, რა მაგარია... გილოცავ და მშურს :D

    RépondreSupprimer
  2. მეღირსა :)

    კარგი ბაჩებია, გილოცავ <3

    RépondreSupprimer